დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

50 მლნ ლარზე მეტი - კოვიდ რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა ცნობილია 28.05.2021 11:29

კოვიდ რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა 50 მლნ ლარს აჭარბებს. ამის შესახებ idfi-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში პირობითად სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. საგანგებო მდგომარეობამდე, საგანგებო მდგომარეობისას და de facto საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ეს უკანსაკნელი საქართველოში 2020 წლის 23 მაისიდან დაიწყო და იგი პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ექსტრაორდინალურად დიდი უფლებამოსილების გადაცემას უკავშირდება.

 

„2020 წლის 22 მაისის შემდგომ თითქმის ერთი წელი გავიდა. ამ პერიოდში შეიზღუდა არაერთი კონსტიტუციური უფლება. გამოიკვეთა არაერთი შინაარსობრივი და პროცედურული პრობლემა როგორც შეზღუდვების დადგენის ისე მათი აღსრულების თვალსაზრისით. ყოველივე უარყოფითად აისახა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის ხარისხზე. სწორედ ამ თვალსაზრისით გამოვლენილ ძირითად პრობლემებზეა კონცენტრირებული წინამდებარე ანგარიში.

 

ეპიდემიოლოგიური ვითარების რადიკალური რყევების მიუხედავად ნახევარ წელზე მეტია საქართველოში კომენდანტის საათი უწყვეტი რეჟიმით მოქმედებს. არაერთი გარემოება მიუთითებს, რომ მთავრობა კომენდანტის საათს არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას. კომენდანტის საათის უპირველესი მიზანია, მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილას დარჩენის უზრუნველყოფა. GOOGLE ანგარიშების თანახმად, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის მიერ სახლში გატარებული დრო მხოლოდ 2% არის გაზრდილი. [პანდემიამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით]. საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი, საქართველოში ჩატარებული რაიმე კვლევა, რომელიც შეაფასებდა, კომენდანტის საათის ეფექტურობას, იმ პირობებში როდესაც ყველა სხვა შეზღუდვა მოხსნილი ან შემსუბუქებულია.

 

Covid რეგულაციების დარღვევისთვის 112991 ჯარიმა გამოიწერა. ჯარიმების საერთო მოცულობა 50 000 000 ლარს აჭარბებს. ყველაზე მეტი დარღვევა (დარღვევათა 31%) თბილისში გამოვლინდა; აჭარა 11% ით - მეორე ადგილს იკავებს. მას მოჰყვება ქვემო ქართლი, რომელზეც გამოვლენილ სამართალდარღვევათა 9 პროცენტი მოდის.

 

2021 წლის თებერვლის ჩათვლით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 93 403 ჯარიმა გამოიწერა. მაღალი ალბათობით, ამ ჯარიმათა აბსოლუტური უმრავლესობა უკანონოა.

 

ჯანდაცვის სამსახურების მიერ, ეკონომიკური სუბიექტების მიერ კოვიდ რეგულაციების დარღვევის 181 ფაქტი გამოვლინდა. ჯანდაცვის სამსახურების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა დაახლოებით 92% სამ ქალაქში გამოვლინდა . თბილისი (69%) ბათუმი (14%) ქუთაისი (9%) შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დაახლოებით 30% პირველ ორ თვეზე, 2020 წლის ივნისსა და ივლისზე მოდის. აგვისტოში საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორი ეკონომიკური სუბიექტი დაჯარიმდა,“-აღნიშნულია ანგარიშში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ