დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია - ევროპოლმა 800 ადამიანი დააკავა 08.06.2021 15:32

მასშტაბური საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში ევროპოლმა 800-ზე მეტი ადამიანი დააკავა.




ინფორმაციას  ევროპოლი ავრცელებს.



ოპერაციაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), ჰოლანდიის ეროვნული პოლიცია (Politie), შვედეთის პოლიცია (Polisen), აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო (DEA) და კიდევ 16 ქვეყანა მონაწილეობდა.



ევროპოლში აცხადებენ, რომ ეს დაშიფრული დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მასშტაბური ოპერაცია იყო.



ევროპოლის ინფორმაციით, 16 ქვეყანაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა 8 ტონაზე მეტი კოკაინი, 22 ტონა კანაფი, 2 ტონა სინთეტიკური ნარკოტიკი, იარაღის 250 ერთეული და 48 მილიონი დოლარი ამოიღეს.



საერთაშორისო ოპერაციაში შემდეგი ქვეყნები მონაწილეობდნენ: ავსტრალია, ავსტრია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

„ეს ოპერაცია განსაკუთრებული წარმატებაა. ევროპოლმა კოორდინაცია გაუწია საერთაშორისო სამართალდამცველ საზოგადოებას. ოპერაციის სამიზნე ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები იყო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ევროპოლმა მხარი დაუჭირა ამ ოპერაციას“, - განაცხადა ევროპოლის ხელმძღვანელმა ჟან-ფილიპ ლეკუფმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ