დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო 09.06.2021 20:57

ხანგრძლივი პოლიტიკური დებატებისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, პარლამენტმა, მეორე მოსმენით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 23-მა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა. ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

პარლამენტმა კვლავ არ უყარა კენჭი ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ