დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა 16.05.2020 13:39

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ორი მედპერსონალია. ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის „რეპუბლიკაში“, საერთო ჯამში კორონავირუსის 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

„პარასკევს 111 ტესტი ჩატარდა და 4-მა დადებით აჩვენა. კორონავირუსი გამოუვლინდა ორ მოქალაქეს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ და მედიცინის 2 მუშაკს“,-აღნიშნა გაგლოევამ.

 

მისივე თქმით, მედიცინის მუშაკები, ზნაურის საავადმყოფოში მუშაობენ.

 

ამ დროისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 348 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ