დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ილჰამ ალიევი - ,, ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ'' 24.10.2020 11:15

”ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე გავჩერდეთ. ამას 10 ოქტომბრის შემდეგ ვამბობ, მას შემდეგ, რაც მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორივე მხარე შევთანხმდით. რაც უფრო მალე დასრულდება პრობლემის საომარი გზით მოგვარების ნაწილი, მით უკეთესი”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ გამოცემა Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

 

"გვინდა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავინაცვლოთ. თუმცა, სამწუხაროდ, სომხეთმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და განჯას შეუტია. 17 ოქტომბერს, ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორ წუთში მათ შეთანხმება დაარღვიეს. ამიტომ, თუ დღეს ისინი შეჩერდებიან, ჩვენც გავჩერდებით და დანარჩენ სამუშაოს დიპლომატები შეასრულებენ. თუ ისინი არ გაჩერდებიან, ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ავტორ(ებ)ი : Figaro

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ