დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქაბულში, სასწავლო ცენტრში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა 25.10.2020 10:22

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სასწავლო ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა  - დაიღუპა 24 და დაიჭრა ათობით ადამიანი. დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლე ან სტუდენტია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

 

"რამდენს შეიძლება გავუძლოთ, როგორც ინდივიდებმა და როგორც საზოგადოებამ?" - ასეთი იყო ავღანეთის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი გამოხმაურება Twitter-ზე მომხდართან დაკავშირებით. 

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია. თავის მხრივ, თალიბანის მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ავტორ(ებ)ი : Reuters

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ