დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ყარაბაღში ზავი დაირღვა 28.10.2020 10:44

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება დილიდანვე სომხეთის მხრიდან ტერიტორიის რეგიონის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

მხარეებს შორის მიღწეული ჰუმანიტარული ზავის დარღვევა იმედგაცრუებად შეაფასა დონალდ ტრამპმა. მედიასთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონფლიქტის დარეგულირების იმედი გამოთქვა.

პარალელურად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმკაცრესად დაგმო სომხეთის მიერ აზერბაიჯანული ქალაქის - ბარდის დაბომბვა, რასაც მათი განცხადებით, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქზე თავდასხმას უარყოფს ოფიციალური ერევანი და ბაქოს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ყარაბაღში არსებული ვითარება იყო განხილვის მთავარი თემა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრისას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ