აზერბაიჯანი აპირებს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მისაღებად,
მათი თქმით სომეხი სამხედროები, მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.
ამის შესახებ, ,,რია ნოვოსტის'' აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმეტ ჰაჯიევმა განუცხადა.
მისი თქმით, სომხური მხარე "აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ" იქცევა. ჰაჯიევმა სომხეთს სამხედრო დანაშაულში დასდო ბრალი სმერჩის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის (MLRS) და ტოჩკა-უ ტაქტიკური ჭურვების გამოყენების გამო.
ავტორ(ებ)ი : РИА Новости