დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დონბასში ზავი დაირღვა 30.10.2020 17:50

დონბასში რუსეთის მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი და დაშავდა ამდენივე უკრაინელი ჯარისკაცი. ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.

 

უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ დასახლებულ პუნქტებთან ყუმბარმტყორცნები გამოიყენა. მომხდარის გამო, უკრაინის დელეგაციამ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის საგანგებო სხდომა მოიწვია.

 

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლოს 27 ივლისს გამოცხადდა. 

ავტორ(ებ)ი : РИА Новости

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ