დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს 07.11.2020 11:16

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ნოემბერს დღის განმავლობაში და 7 ნოემბრის ღამით საბრძოლო ოპერაციები ძირითადად აღდერეს, აღდამისა და ხოჯევანდის მიმართულებებით ხორციელდებოდა. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგის მე-6 სამთო-მსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ დანაკარგი განიცადა.

 

„ამჟამად, საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

 

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ