დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ქალბაჯარის შემდეგ, სომხები ყველაფერს აღდამშიც წვავენ 19.11.2020 12:52

"ტერიტორიის დატოვებამდე, აღდამში უკანონოდ დასახლებული სომხები სახლებს და მაღაზიებს წვავენ", - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Sputnik Armenia-ზე დაყრდნობით იუწყება.

 

მამაკაცი, სახელად არმენი, ამბობს, რომ საკუთარ სასურსათო მაღაზიას და სახლს დაწვავს.

 

"მოგვცეს დრო, რომ ხვალამდე წავიდეთ. ყველაფრის წაღებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ უპრიანია, ყველაფერი დავწვათ. მე თურქებს არაფერს დავუტოვებ", - განაცხადა მან,

 

არმენის თქმით, სოფელ ბოიახმედლიში ის 10 წლის წინ დასახლდა.

 

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხები სახლებს ქალბაჯარშიც წვავენ, რითიც გარემოს აზიანებენ.

ავტორ(ებ)ი : Sputnik Armenia

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ