ოსურმა მხარემ პანდემია საბაბად გამოიყენა და ერგნეთის შეხვედრა ჩაშალა. მიზეზი კი ისა რომ ახალგორში ეპიდემიური თვალსაზრისით მძიმე სიტუაციაა, ე. წ. მთავრობა კი მოსახლეობას არ აძლევს საშუალებას, რომ თბილისში იმკურნალონ - აცხადებს ,, ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი
,, ახალგორი ჩაკეტილია, იქ კი ადამიანები ვირუსით იღუპებიან, მძიმე სიტუაციაა. ამის გამო, ცხინვალის ე. წ ხელისუფლებას მკაცრად გააკრიტიკებდნენ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები , ასევე ქართული მხარეც ამიტომ მათ ,,კარგი' საბაბი მიეცათ შენიშვნები თავიდან აირიდეს'' - აცხადებს ზაქარეიშვილი
ცნობისთვის: ერგნეთში 20 ნოემბერს ჩანიშნული, კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების პროცესის მორიგი შეხვედრა გადაიდო
უარის მიზეზი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაა, რომელიც შეხვედრის გადადების მიზეზად კოვიდპანდემიას ასახელებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge