დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენ გვექნება მარნეულის სრული სურათი, რაც საშუალებას მოგვცემს, ზუსტად განვსაზღვროთ რისკის მოცულობა“ 26.03.2020 21:13

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ერთ კვირაში გვექნება მარნეულის სრული სურათი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით მარნეულის რეგიონში არსებული რისკის სრული მოცულობის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით მარნეულსა და ბოლნისში 40 000 - ზე მეტი ადამიანი დაიტესტა და მდგომარეობა „საკმაოდ კარგად იმართება“.

 

„დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენ გვექნება მარნეულის სრული სურათი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებას მოგვცემს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით ზუსტად განვსაზღვროთ იმ რისკის მოცულობა, რომელიც ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ 22 რიცხვის შემდეგ და რის გამოც მარნეულის მთელი რაიონი მოვაქციეთ კარანტინში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პრევენციული ღონისძიება იყო საკმაოდ დროულად დაგეგმილი და აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს. მარნეულში მდგომარეობა საკმაოდ კარგად იმართება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით მარნეულსა და ბოლნისში 40 000 - ზე მეტი ადამიანი დაიტესტა და გამოიკითხა ჩვენი ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან. გარკვეულ ნაწილს ჩაუტარდა ტესტირება და დღეს გამოვლინდა ერთი ორსული ქალბატონი, რომელიც არის იდენტიფიცრებული პაციენტის ახლო ნათესავი. ეს ქალბატონი გადმოყვანილია თბილისში და მისი მდგომარეობა არის სტაბილური “ , - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ