დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„მიზანი? პოლიტიკურ ქულებთან ერთად, დაუმორჩილებლობის დანერგვა და, რაც მთავარია, ბევრი ხალხის შეკრება რეგულარულად და ვირუსის გავრცელების რისკების გაზრდა“ 26.03.2020 22:19

ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

 

„ოპოზიცია და COVID-19 

 

სამი დღის წინ აქ ვიხუმრე და დავწერე, რომ ოპოზიცია შეეცდება ერთმანეთს გადასდონ ვირუსი, ქყეყანაში რომ გამოიწვიონ სერიოზული კრიზისი-თქო. მერე ეს სტატუსი წავაშალე, დრო არ მქონდა რომ მისთვის მედევნებინა თვალი და თან, უბრალოდ, ხუმრობა იყო, და თან ჩემთვის წარმოუდგენელი რამე დავწერე. მაგრამ, სად ხარ... დღეს ვიხილეთ ზუგდიდში ოპოზიციის ორგანიზებული შეკრება, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი მოიყვანეს ვითომ პირბადეების დასარიგებლად, სინამდვილეში ასეთი შეკრებების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად საგანგებო მდგომარეობის პირობებში. მიზანი? პოლიტიკურ ქულებთან ერთად, დაუმორჩილებლობის დანერგვა და, რაც მთავარია, რაც შეიძლება ბევრი ხალხის შეკრება რეგულარულად და ვირუსის გავრცელების რისკების გაზრდა. არ გჯერათ? დაიჯერეთ! დღეს ხომ ნახეთ!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ