დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ქვეყანა, სადაც ლიდერ ბუმბერაზებს ურჩევნიათ, პირველები ერქვათ და ჩაისვარონ, ვიდრე ერთად ერთმანეთის გვერდით დადგნენ და საერთო საქმე ჩაუსვრელად გააკეთონ“ 16.05.2020 00:17

სოსო მანჯავიძის პოსტი:

 

საქართველო-ქვეყანა, რომელსაც მიუსაჯეს, რომ უნდა ჰყავდეს არა ჯარი, არამედ მისი იმიტაცია.
ქვეყანა,სადაც თავდაცვის მინისტრი აუცილებლად ნჯე-ოშნიკი უნდა იყოს
ქვეყანა, რომელსაც ამერიკის ელჩები და ახალგაზრდა იურისტები მართავენ..
ქვეყანა, რომელსაც უნდა ჰყავდეს არა პრეზიდენტი, არამედ მისი იმიტაცია.
ქვეყანა, რომელსაც უნდა ჰყავდეს არა პარლამენტი,არამედ მისი იმიტაცია.
ქვეყანა, რომელსაც უნდა ჰყავდეს არა ადგილობრივი თვითმართველობები, არამედ მათი იმიტაცია.
არა სასამართლო, არამედ მისი იმიტაცია.
არა პროკურატურა, არამედ მისი იმიტაცია.
ქვეყანა, სადაც ყველა ეს იმიტატორი განუწყვეტლივ ასრულებს თავის როლს ხელფასისა და ყალბი პატივის სანაცვლოდ.
ქვეყანა, სადაც დემოკრატიას არა უმრავლესობის, არამედ უმცირესობის მმართველობას ნიშნავს.
ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც განუწყვეტლივ ძალით აყურყუმელავებენ ტყუილის, გარყვნილებისა და ძალადობის წუნწუხში.
ქვეყანა, სადაც გაქეციანებული გულის ფხანა მთავარ ეროვნულ სიამოვნებად გადაიქცა.
ქვეყანა, რომლის ღალატისათვის არც უგია, არც აგებს და არც მომავალში აპირებს ვინმე, რომ ვინმეს პასუხი აგებინოს,ვინაიდან სწორედ ქვეყნის ღალატი და გაყიდვაა მთავარი ბიზნესი და გაბატონებული იდეოლოგია.
ქვეყანა, სადაც პეტრეს, გრიგოლს და ძმათა მათთა მიტროპოლიტები ჰქვიათ და ეს არავის აწუხებს.
ქვეყანა, სადაც ლიდერ ბუმბერაზებს, ურჩევნიათ პირველები ერქვათ და ჩაისვარონ, ვიდრე ერთად ერთმანეთის გვერდით დადგნენ და საერთო საქმე ჩაუსვრელად გააკეთონ.
ურჩევნიათ იყვნენ ჩასვრილი, ოღონდ პირველი ერქვათ, ვინაიდან რა ფასი ექნება ჩაუსვრელობას,თუ პირველები არ ერქმევათ?
ჰოდა, გაივსო კიდეც ქვეყანა ჩასვრილი ლიდერებით,რომლებიც თავს იტყუებენ იმით, რომ სადღაც, ვიღაც,რატომღაც პატივს სცემს და ერთმანეთს აბრალებენ იმას, რომ მთლიანად ქვეყანა აქოთდა.
ჯერ მარტო 230 პარტია რად ღირს და ეს საარჩევნო დოღი-მასკარადი, რაც გაჩაღდა.
ერთი დიდი საერთო-ეროვნული შხაპი გვჭირდება, სანამ მფარველი ანგელოზებიც პირს მიიქცევენ ჩვენგან.
"ხემან,რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი,მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედოს"-როგორც წერია.


P.S.
პოსტი ძველია, აქტუალობის გამო გამახსენდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ