დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

მართლმადიდებელი ეკლესია 21 მაისს წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს - ეს არის სიყვარულისა და ერთგულების დღე 20.05.2020 23:57

მართლმადიდებელი ეკლესია 21 მაისს წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას აღნიშნავს. გალილეველი მეთევზის ზებედესა და სალომეს შვილი, წმინდა იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. ცნობილია, რომ მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალებისას, ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი წინდა მოციქულის იაკობის ძმა იყო. ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა სწორედ წმინდა იოანე ღვთისმეტყველს მიანდო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. თავად ღვთისმშობელსაც მოციქულის სახით სამყაროზე ზრუნვა ჩააბარა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი გაემგზავრა ეფესოში და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობის საქადაგებლად. წმ. იოანე ღვთისმეტყველი მრავალ სასწაულს აღასრულებდა, რამაც განაპირობა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება მთელს რეგიონში.

 

უფლის სიტყვა წმინდა მახარებელმა იერუსალიმში, სამარიაში, ეფესოსა და კუნძულ პატმოსზე იქადაგა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა მოციქულთაგან ყველაზე მეტხანს იცოცხლა და ღრმად მოხუცი მშვიდად მიიცვალა. მის მიერ სულიწმინდის მადლით დაიწერა ოთხთაგან ერთ-ერთი სახარება და საიდუმლო გამოცხადებები. მათ შორის ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულზე. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე 9 ოქტომბერსაც აღინიშნება. წმინდა მოციქულის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს სიყვარულისა და ერთგულების დღეთაც მიიჩნევენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ