00:11 23.05.2020
„კი არ გვიმართლებს და ვიტყუებით, მაგრად ვმუშაობთ! კლასი, ცავატანემ! ჩემსას რას ითვლი, შენი ჯოკერები ითვალე!"

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ეხმაურება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ საქართველო მალავს ზუსტ ინფორმაციას კორონავირუსით დაავადებულების შესახებ:

 

 

„სკოლის ძმაკაცები ბავშვობიდან ვთამაშობთ ჯოკერს წყვილებში. არასდროს გვითამაშია რამე დამატებით ინტერესზე, არ გვქონია წინასწარ შეთანხმებული ნიშნები (ცინკები), თუმცა ამის მიუხედავად, თამაშის დროს საშინელება ტრიალებს! ცოდვა- მადლის გარჩევა არაა, დედა-შვილს არ აიყვანს კი არა არც გახედავს ისე გავარდება სახლიდან (როგორც ჩვენი ცოლები გარბიან სახლიდან ჩვენი თამაშის და ყაყანის გამო). თითქმის ერთი და იგივე ტექსტებია: "ვაა როგორ გიმართლებს!" "როგორ მოგცა კარტმა (ცხადია, უფრო ვულგარული ფორმით)!" "არ მჯერა, რომ ასე გაგვასწარით- უნდა გადავითვალო, სულ საშენოდ გეშლება!"... როდესაც ამ სიტყვებს ვისმენ (და არა თავად მიწევს თქმა) მეგობრებისგან, სიამოვნებას მანიჭებს მათი წუწუნი და "ტირილი"- ხანდახან ვაქეზენ კიდეც!...

 

...... რატომ მოვყევი ამდენი, უკვე თითქმის 50 წელს მიმდინარე პროცესზე და ჩემს ემოციურ რეაქციაზე: - ზუსტად ასეთივე სასიამოვნო განცდა მქონდა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ტირილ- წუწუნზე - "ჟილკობენ ქართველები, რაღაცას მაიმუნობენ, ვაა როგორ უმართლებთ!" - სიტყვებიც ნაცნობი... მეც იგივეს ვუპასუხებდი, როგორც მეგობრებს ვაქეზებ და ვაბრაზებ: "კი არ გვიმართლებს და ვიტყუებით, მაგრა ვმუშაობთ (იქ- "ვთამაშობთ")! კლასი ცავატანემ! ჩემსას რას ითვლი, შენი ჯოკერები ითვალე!"




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge