დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ხათუნა ქვარცხავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საკითხზე სკოლის სადისციპლინო კომიტეტი 24 მაისს იმსჯელებს 23.05.2020 21:17

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ხათუნა ქვარცხავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საკითხზე სკოლის სადისციპლინო კომიტეტი 24 მაისს იმსჯელებს. ხათუნა ქვარცხავამ, რომელიც ქიმიას ასწავლის, სოციალურ ქსელში დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებსა და ბოლო ზარის შესახებ დაწერა, სადაც ნათქვმი იყო, რომ უხარია, რადგან მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.

 

„ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არა მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, დიდ უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელისა და გვარის ხსენებაც მზარავს, თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 38-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში, ეს არის მთავარი და არა ვთქვათ, ქიმიისმცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში,“ - დაწერა ხათუნა ქვარცხავამ.

 

ხათუნა ქვარცხავას ფეისბუქის გვერდზე ეს პოსტი უკვე წაშლილია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ