21:38 23.05.2020
ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა - წაქცეულმა ხეებმა 13 ავტომობილი დააზიანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

 

ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 - თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება. შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი. მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge