დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველები მუშაობენ, ინციდენტი მოხდა 01.06.2020 23:06

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, ინციდენტი მოხდა. სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობის მინები ჩაამსხვრია. ადგილზე მაცხოვრებლების თქმით, გაზგასამართი სადგური საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს, რასაც ისინი დიდი ხანია, აპროტესტებენ და სადგურის გადატანას ითხოვენ. მათივე თქმით, ადგილზე მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ სწორედ აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა. 

 

შეგახსენებთ, რომ აფეთქება მაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე მოხდა. დაშავებულია ერთი მოქალაქე. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ