დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს - მან აისური შემოახია კახა კვეკვესკირს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“ 05.06.2020 23:06

ვარკეთილში, რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მომხდარი ინციდენტის მონაწილეებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა განუცხადა, ამ განცხადებით ისინი ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, რომელიც ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებას ასახავს და მოახდინონ შესაბამის რეაგირება. მისივე განმარტებით, მერის წინააღმდეგ განცხადებით თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებას მიმართეს.

 

„თავდაპირველად, ძალიან წყნარად მივედით, ხელი ჩამოვართვით. ვუთხარით, მიუხედავად იმისა, რომ სკვერის გახსნა 7 თვით დააგვიანეს, მაინც კარგია რომ იხსნება და რომ ზოგადად სკვერების გახსნა კარგია. თუმცა, ამავდროულად კითხვა დავუსვით, თუ რატომ მარხავს ტყეს დიღმის ჭალებში. სწორედ ამ კითხვაზე გახდა კალაძე არაადეკვატური. სამართალდამცველებმა ამოიღონ კადრები, სადაც კალაძე მოქალაქეზე ძალადობს. მან მაისური შემოახია კახა კვეკვესკირს. ასევე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი ქცევა არაფერში ჯდება“,- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

 

ცნობისთვის, თბილისში, ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს დედაქალაქის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ