დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რა ვითარებაში იპოვეს გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 30.06.2020 23:51

 

 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. “პრაიმტაიმმა” მოიპოვა გიორგი შაქარაშვილის ცხედარის პირველადი დათვალიერების დოკუმენტები. რომელშიც ზუსტად არის ასახული, რა ვითარებაში იყო გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში.  როგორც საქმის მასალებში წერია, გიორგი შაქარიშვილის ცხედარი მდინარის ნაპირიდან 1.5 მეტრის მოშორებით იყო წყალში.

 

„სახე და კიდურები ჰქონდა წყალში, ხოლო წყლიდან ჩანს ზურგი… აცვია მომწვანო ორნამენტებიანი პერანგი და შავი შორტები… ყელზე აქვს ოქროსფერი “ძეწკვი” და ამავე ფერის ჯვარი. გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. გვამი დეტალურად დათვალიერებისა და გამოკვლევისთვის, გადასვენებული იქნა პროზექტურაში” – წერია წინასწარი დათვალიერების ოქმში.

 

 


“პრაიმტაიმი” 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ