დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობა ,,ფორმულას“ ექსკლუზივია! „კეზერაშვილის ფორმულასი“, იმ კეზერაშვილის, რომელმაც ბიუჯეტის ძარცვით იშოვნა ფული და ახლა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას სწავლობს“ 01.07.2020 00:31

გია აბაშოძის პოსტი:

 

მედია და არასამთავრობოები დაინტერესდნენ იპოდრომის „ქეისით“ და ძალიან კარგი, რომ დაინტერესდნენ. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა აეხადოს ფარდა ყველა საიდუმლოს?! მაგრამ, მოდით, დავიცვათ ეტიკეტი - ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობა ,,ფორმულას“ ექსკლუზივია! აი „კეზერაშვილის ფორმულასი“, იმ კეზერაშვილის, რომელსაც ერთი დღე პატიოსნად არ უმუშავია, ბიუჯეტის ძარცვითა და იარაღის ვაჭრობით იშოვნა ფული და ახლა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას სწავლობს. და ამიტომ, სხვა მედიებმა მას ხელი არ უნდა შეუშალონ. პირიქით, ანალიტიკოსები იქით უნდა დავეხმაროთ „ფორმულას“ და, ჩემი აზრით, სადღაც სექტემბრისთვის, კეზერაშვილის ფორმულასთან ერთად, ნათელი უნდა მოვფინოთ მთლიანად ფულის გათეთრების სქემებს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ