დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

კასპში, სხვილოს ციხის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ფეხშია დაჭრილი - სახიფათო პრეცედენტი 11.07.2020 17:17

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე იარაღით დაჭრეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

 

“მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ