რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზარალი საკმაოდ დიდია სრულად დათვლას რამდენიმე დღე სჭირდება. არჩილ ჯაფარიძის თქმით, ქალაქ ონში, ადგილზეა ვერტმფრენი და ვისაც სტიქიის ზონიდან უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამოსვლის სურვილი ექნება, ვერტმფრენით გამოიყვანენ. მისივე თქმით, ქალაქ ონში ამ დროისთვის, აღდგენილია წყალმომარაგება, რომელიც შეზღუდული ჰქონდა 400 აბონენტს. ელექტროენერგიის მიწოდება კი ხუთ სოფელში დღის ბოლომდე განახლდება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, შემოვლითი გზების მოწესრიგებისთანავე პარალელურად დასრულდება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აღდგენა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ მიეწოდება დენი დანარჩენ სოფლებს.
გუბერნატორის განმარტებით, სტიქიის მიერ მიყენებული ვითარების მხრივ თორმეტივე სოფელში ერთნაირი მდგომარეობაა, თუმცა ყველა სოფელს ყურადღებას მაქსიმალურად აქცევენ. მისი თქმით, მედიკამენტებისა და პროდუქტის დეფიციტი არც ერთ სოფელში არ არის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge