დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„დარწმუნებული ვარ, COVID-19-ის ვაქცინას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს“ 29.07.2020 21:18

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს რამდენიმე მოლაპარაკება, რომ COVID-19-ის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, ის საქართველოში რაც შეიძლება მალე შემოვიდეს.

 

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის თაობაზე; გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები თავად AstraZeneca-სთან. ამავე დროს, ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „ვაქცინების გლობალურ ალიანსთან“, რომელიც ამ მიმართულების ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა“, — ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ COVID-19-ის ვაქცინას საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

 

„ვაქცინების გლობალური ალიანსის მთავარი მიდგომა გახლავთ, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, განვითარებადისთვის თუ განვითარებულისთვის. ამ ალიანსის საშუალებით, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ოთხი ახალი ვაქცინა დავნერგეთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება იმ ერთ-ერთ პირველ რიგებში, ვინც ვაქცინას მიიღებს, როდესაც ვაქცინა სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან მიიღებს დასტურს, რომ არის უსაფრთხო და ეფექტიანი“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ