ახალგაზრდული მუშაკის მოსამზადებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე კანდიდატების მიღება დაიწყო.
საქართველოში, პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული „ახალგაზრდული მუშაკის" მოსამზადებელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE.GE) მიერ აკრედიტირებული პროგრამა შეიქმნა, რომელიც პირველ ეტაპზე, არაფორმალური განათლების მიმწოდებელ, არსებულ პრაქტიკოს ახალგაზრდულ მუშაკებს გადაამზადებს, აუმაღლებს მათ კვალიფიკაციას, განუვითარებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს. აღნიშნული პროგრამა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაკების ახალგაზრდებთან ეფექტურ მუშაობას და მათთვის საჭირო კომპეტებციების გადაცემას.
ახალგაზრდული საქმიანობის მეთოდოლოგია ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნები ბოლო ათწლეულებია ხელმძღვანელობენ, როგორც ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდების საუკეთესო თანამედროვე მოდელი.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge