დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

იგეგმება თუ არა სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა 30.07.2020 13:49

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.

 

როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა, ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს დაგეგმილია.

 

„მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში. იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება სკოლებსა და ბაღებში სწავლა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ