სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ესტუმრნენ.
უნივერსიტეტში მსგავსი ფორმატით ვიზიტი პირველად გაიმართა.
სტუმრობის უმთავრესი მიზანი იყო კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში აქტიურად მოქმედი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდგომარეობის გაცნობა, ავტონომიური ხელისუფლების შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლისთვის მხარდაჭერა და დახმარების აღმოჩენა.
რექტორმა სტუმრებს არსებული ვითარება გააცნო.
დაიგეგმა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
სტუმრებმა უნივერსიტეტის და სტუდენტების მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge