დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 01.08.2020 12:02

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947- ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ