დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ეს დიდი პროექტია და მთლიანად ქალაქის საუკუნოვანი განვითარების ახალი ეტაპის, ახალი სიცოცხლის დასაწყისია“ 02.08.2020 14:34

ბონდო მძინარაშვილის პოსტი:

 

ორბელიანის მოედანი რომ გაკეთდა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ მთლიანად ქალაქი იცვლება. ეს არის დიდი პროექტი, რომელშიც ჭავჭავაძის გამზირმა, თავისი საშუალო კლასით და შენაკადებით, ლოკომოტივის როლი უნდა შეასრულოს. ვაკე იქნება საუკეთესო უბანი არა მისი "ყავის შადრევნებით", არამედ იმით, რომ ჭავჭავაძის გამზირი დედაქალაქის ერთიან ქსოვილში გვირისტის ფუნქციას შეასრულებს. ეს იქნება არა ავტომრავალი და გამონაბოლქვით გაჯერებული პროსპექტი, არამედ "განიერი შარდენი" დახურული და ღია კაფეებით, ფართო ტროტუარებით, ისეთით, პარიზში ან ბრიუსელში რომ გინახავთ. დროა, ამ უბნის მცხოვრებლებმა გააცნობიერონ, რომ ჭავჭავაძის გამზირი და მიმდებარე ქუჩები ნამდვილად ელიტარული დასასვენებელი ადგილი გახდება. არა გამთენიამდე ყურთასმენის წამღები ბრაგაბრუგით გამორჩეული, არამედ ისეთივე მშვიდი და სუფთა გარემოთი, როგორიც უკვე გაჩნდა ჭავჭავაძის გამზირის შენაკად და პარალელურ ქუჩებზე, პატარა კაფეების სახით.

 

ეს დიდი პროექტია და მთლიანად ქალაქის საუკუნოვანი განვითარების ახალი ეტაპის, ახალი სიცოცხლის დასაწყისია. გილოცავთ! 

 

P. S. ვიღაც კი მხოლოდ "ბასლაინს" და საცობს ხედავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ