დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„გიოს მკვლელობამდე თვენახევრით ადრე, ხელისუფლებისთვის წინასწარ "გამიცვლია" ზაუტაშვილის თემა გიორგის მკვლელობის "ჩაფარცხვის სანაცვლოდ" 05.08.2020 21:50

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ელისო კილაძეს პასუხობს და წერს:

 

„ჯერ ორი კვირა ხომ არაგვის მაგივრად ალაზანზე ეძებდა შემთხვევის ადგილს, მერე ბოტასები "ამოიცვა" და ხალხი აცინა, ახლა "კოკაინში" წაუყვია დრუნჩი და ნეტარებისგან ღრუტუნებს თურმე. 7 მაისს (ანასტასია ზაუტაშვილმა დატოვა პენიტენციალური სისტემა, რომელიც მანამდე სამი წელი არ მენახა და არც კონტაქტი გვქონია), ანუ გიოს მკვლელობამდე თვენახევრით ადრე, ხელისუფლებისთვის წინასწარ "გამიცვლია" ზაუტაშვილის თემა გიორგის მკვლელობის "ჩაფარცხვის სანაცვლოდ". "ბოტასა" კი არა, დღეიდან ხარ "კალენდარა"...“

 

შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილი ე.წ. კოკაინის საქმეზე 2010 წელს სხვა პირებთან ერთად დააკავეს და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს. მისი ერთ-ერთი ადვოკატი მირიან ნიკოლაძე იყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ