დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„2008 წლის 7 აგვისტოს 23:35 სთ–ზე საქართველოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ“ 07.08.2020 21:11

თეა ფირცხალავას პოსტი:

 

რუსეთ–საქართველოს ომი დაიწყო 7 აგვისტოს – 23:35 სთ–ზე, მაგრამ ფიარტექნოლოგიის დიდოსტატ მიშას გადაწყვეტილებით, იგი გაფორმდა როგორც 08.08.08. ეს იყო მიშას მორიგი „ფიარის“ ნაწილი, რათა ომის თარიღი „მრგვლად“ და „ლამაზად“ ჩაბეჭდილიყო საქართველოს ისტორიაში და ზოგიერთი ტვინგამორეცხილის გონებაში. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჩინეთში საზაფხულო ოლიმპიური თამაშების გახსნისთვის ემზადებოდა, „მხედართმთავარი“ მიშა და თავით ფეხამდის დანაჩანგალასხმული მისი „სამეფო“ ამალა შეგნებულად წამოეგო რუსეთის პროვოკაციზე და შეგნებულად აამოქმედა მორიგი ბინძური გეგმა... რის და ვის ხარჯზე, ან რის და ვის ფასად, ამას მიშა არად დაგიდევდათ, ჩვენ კი მწარედ გვახსოვს, რომ ყველაფერი მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის და ჯარისკაცების, მოხალისეების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად. ომი დღენახევარში, მიშას ვერსიით კი - 5 დღეში დასრულდა.


და რა ხდებოდა იმ დროს?! მაშინ, როდესაც ომში დახოცილი ჩვენი ბიჭები და კაცები, მოხუცები თუ ახალგაზრდები პაპანაქება სიცხეში ბრძოლის ველზე იწვნენ და ქრისტიანულად დამარხვას "ნატრობდნენ", მიშა მორიგი ფიარაქციისთვის ემზადებოდა და 12 აგვისტოს თავის ტვინგამორეცხილ მხარდამჭერებს პარლამენტის წინ ეპატიჟებოდა და ომში "გამარჯვებას" სულ სარკო–სარკოს ყვირილით აზეიმებდა... რომ არა ჩვენი პატრიარქი და ეკლესია, ის ბიჭებიც იმ "უსახელო" ჯარისკაცებისა და არაჯარისკაცების სიას შეემატებოდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად გვყავს საქართველოში...
ამას ვერასოდეს ვაპატიებ მიშას...

 

დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებ ქართველ გმირებს გიორგი ანწუხელიძეს, ვახტანგ გზირიშვილს და ყველა, ყველა, ყველა ვაჟკაცს, ვინც 2008 წლის 7 აგვისტოსა და უფრო ადრე - აფხაზეთში წამოწყებულ ომებს შეეწირა. მინდა გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო იმ დროს დაღუპული თუ დასახიჩრებული ყველა მებრძოლის დედას და ოჯახს... იცოდეთ, ჩვენ გვახსოვს თქვენი გმირი შვილები!!! 


ახლა კი, სტატუსის ბოლოს, მე გავჩუმდები და ჰაიდი ტალიავინს „ვალაპარაკებ“... „2008 წლის 7 აგვისტოს 23:35 სთ–ზე საქართველოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ... სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, საქართველოს გაერთიანებული სამშვიდობო ძალების (JPKF) სარდალმა, ბრიგადის გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ოდნავ მოგვიანებით საქართველოს მხარემ უარყო მამუკა ყურაშვილის განცხადება... და... სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძვლად რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრა გამოაცხადა....". აქ გავჩერდები, არ მაწყობს იმის გამეორება, რაც ტალიავინს უწერია... ისევ ჩვენს ქვეყანას გავუფრთხილდები... დადგება დრო, როდესაც მიშა სააკაშვილი რეალურად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებს ყველა დანაშაულზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქისა და პრეზიდენტის რანგში ჩაიდინა. :

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ