ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 2021-2030 წლების სტრატეგიული და ლანდშაფტის განვითარების გეგმა ექნება. გეგმა დასამტკიცებლად თბილისის მთავრობის სხდომაზეა წარმოდგენილი. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება ეროვნული ბაღის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ლანდშაფტის განვითარების გეგმა ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს წარმოადგენს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პრინციპებს და ამავდროულად, ბოტანიკურ ბაღს აძლევს ახალ შესაძლებლობას თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დოკუმენტის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ბრიტანულ კომპანია Chris Blandford Associates-ს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge