დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

აჭარაში პაციენტები დადასტურებული კოვიდინფექციით სტაციონარში ვერ გადაყავთ 16.09.2020 20:26

აჭარაში გვყავს პაციენტები, რომლებიც დადასტურებული კოვიდინფექციით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რათა მათი ეგრეთ წოდებული ტრიაჟი მოხდეს – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში მედიკოსებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„ის, რაც კრიტიკულია დღეს აჭარაში არის შემდეგი: გვყავს პაციენტები, რომლებიც დადასტურებული კოვიდინფექციით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რომ მოხდეს მათი ე.წ. ტრიაჟი და შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ სტაციონარსა და სასტუმროებში გადანაწილება. მაქვს თხოვნა, შეხვედრის დასრულებამდე, თქვენთან შეთანხმებით გამოვაცხადოთ მეტი მობილიზაცია იმისთვის, რომ საგანგებო გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიეცეს საშაულება, მყისიერ რეჟიმში მოახდინოს ამ პაციენტების თქვენს საავადმყოფოებში შემოყვანა, რათა განხორციელდეს ამ პაციენტების დროული დიაგნოსტირება და შემდეგ მათი საავადმყოფოში განთავსება. მინდა, პირველ ეტაპზე ეს საკითხი გადავჭრათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ