დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

6 მილიონი რაგბის კავშირში დაპირისპირების და სროლის მიზეზი გახდა 17.09.2020 00:56

"კურიერის" ინფორმაციით, რაგბის კავშირში დღეს მომხდარი დაპირისპირების მიზეზი ფინანსების უკონტროლო ხარჯვაა. რაგბის ფედერაციას სახელმწიფოს ვალი 6 მილიონი ლარის ოდენობით აქვს. ეს ინფორმაცია კლუბების ხელმძღვანელებმა ორი თვის წინ გაიგეს. „ერთ მხარეს კლუბის წევრები ვართ და მეორე მხარეს გამგეობა და ვიცე-პრეზიდენტები არიან. ვითხოვდით გამჭვირვალობას, სწორ ხედვებსა და სამართლიანობას“, - აცხადებენ კლუბის წევრები. ფედერაციაში შემავალმა 31-მა კლუბმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს, მათ სამი მმართველი პირი აირჩიეს: რამაზ ხარაზიშვილი, დავით ცხვედიანი და სანდრო საკანდელიძე. სწორედ მათ უნდა გამოეკვლიათ ფინანსური კრიზისის მიზეზები.

 

დავით ცხვედიანი: „მთელ რიგ პრობლემებზე იყო საუბარი. 6 მილიონიანი ვალი ჰქონდა ფედერაციას და ვსაუბრობდით ამ ფინანსურ კრიზისზე. იქ იყვნენ შვიდკაცაც, ეროვნული ნაკრებიც და თხუთმეტკაცაც და ა.შ. დაჭრის მიზეზი სავარაუდოდ, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა იყო.“

 

სანდრო საკანდელიძე: “ფედერაციის ხარჯებს პროკურატურა სწავლობს… ჩვენთვის მიუღებელია ის მმართველობა, რომელიც ბოლო 8 წელია აქ არის. თანხები ცუდად არის განაწილებული და იქაა დანახარჯი, სადაც არ ღირდა ხარჯვა. რაგბის კავშირი კრიზისშია შეყვანილი. კონტროლის პალატის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ 1 მილიონ 700 000-იანი ხელშეკრულება შეცვალეს და 800 000 დოლარად გადააკეთეს…”

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ