დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს 17.09.2020 10:58

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 44 % მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36 %-ის აზრით კი, ეს საპარლამენტო მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს. ასეთი შედეგები გადანაწილდა შეკითხვაზე: ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერ-მინისტრი? აღნიშნულ შეკითხვაზე არ იცის ან უარი თქვა პასუხზე 20%-მა.

 

 

რაც შეეხება შეკითხვას, ვის ისურვებდით მომავალ პრემიერ-მინისტრად? პასუხები შემდეგნაირია: რომელიმე პარტიის წევრს - 59%, უპარტიო ადამიანს - 16%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 25%.

 

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ