„საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება,“- ეს განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422 შეადგინა.
„დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გახდა 2937. 179 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა- 126, იმერეთი -16, თბილისი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი -7, გურია – 4, კახეთი -4. კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 60-70 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი კრიტიკულია,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge