დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

IRI - გამოკითხულთა უმეტესობა COVID19- ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია 17.09.2020 11:45

 

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია.

 

კერძოდ, შეკითხვაზე: რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით? პასუხები აგვისტოსთან მიმართებაში ასე გადანაწილდა: ძალიან კმაყოფილი - 15%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 40%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 24%, ძალიან უკმაყოფილო - 19%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%.

 

რაც შეეხება ივნისს, იგივე შეკითხვაზე პასუხი ასეთია: ძალიან კმაყოფილი - 19%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 37%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 24%, ძალიან უკმაყოფილო - 18%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%.

 

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ