ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ლიდერებს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევსაც.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge