დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ფოთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა 17.10.2020 20:45

17 ოქტომბერს ფოთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ. მათივე ცნობით, ინფიცირებულებს შორის არიან „აჭარა ტექსტილი ფოთის“ თანამშრომლები, მედიკოსები, პედაგოგები და სხვა პროფესიის ადამიანები. ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება. „შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ