დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„მარნეულში ორი ჩვენი მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანი დაასაფლავეს, რომლებიც ყარაბაღის ომში დაიღუპნენ“ 17.10.2020 23:29

ანალიტიკოს მამუკა არეშიძის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის პარალელურად, ერევნიდან და ბაქოდან თბილისში მხარდაჭერისა და დახმარების სიგნალები მოდის, საქართველოს ხელისუფლებას კი ყველანაირად ცდილობს სრული ნეიტრალიტეტისა და „ოქროს შუალედის“ დაცვას. მისივე თქმით, კონფლიქტის ორივე მხარე ცდილობს ამა თუ იმ ფორმით საქართველოს ჩათრევას ამ დაპირისპირებაში და ამას გარკვეული შედეგები უკვე აქვს.


„საზოგადოებამ ეს არ იცის და აუცილებლად უნდა გაიგოს. წინა კვირას მარნეულში ორი ჩვენი მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანი დაასაფლავეს, რომლებიც ყარაბაღის ომში დაიღუპნენ. პანაშვიდმა გარკვეული აქციის სახე მიიღო. ხელში როგორც საქართველოს, ასეე აზერბაიჯანის და თურქეთის დროშები ეჭირათ. ეს იყო სამგლოვიარო მიტინგი, სადაც პათოსი საკმაოდ საინტერესო იყო“, - ამბობს არეშიძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ