დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„თუ ეს ყველაფერი არაა მნიშვნელოვანი, გვითხარით!“ 18.10.2020 15:26

ამირან სალუქვაძის პოსტი:

სადარბაზოების დეზინფექცია, სადაც კორონაა აღმოჩენილი არ ხდება;
ტრანსპორტის დეზინფექციას ჩაუტარეთ ფარული ვიდეო მონიტორინგი. იგივე ეხება სკოლებს. სკოლები ცალკე პრობლემაა.
მარკეტრბში, სხვა ადგილებში, შეამოწმეთ როგორაა დაცული ელემენტარული ნორმები. ერთადერთი სფერო, სადაც დაცულია, ესაა სილამაზის სალონები, ცენტრები. აფთიაქებშიც კი აღარ ითხოვენ ხელების დეზინფექციას...
მრავლად არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ადამიანებს მოუწოდებენ არ დაიცვან წესები, არ ატარონ პირბადეები, ვინც იცავს, აყენებენ შეურაცხყოფას. რატომ არ ავლენთ ამ ჯგუფებს და არ იყენებთ მათ მიერ კანონმდებლობით მონიჭებულ სანქციებს?
როგორ შეიძლება იმის დაშვება, რომ საკოორდინაციო საბჭო ითხოვს ერთს, და რაღაც ჯგუფები თავს საზოგადოებაზე, ნორმებზე, კანონებზე მაღლა აყენებდეს და ამაზე რეაგირება არ იყოს?!
საინფორმაციო მხარდაჭერა არის ძალიან არაეფექტიანი. ტელევიზიებით ყოველდღიური სტატისტიკის ამ ფორმით მოყოლას მიეჩვია ხალხი. თქვით მოკლედ, 15-20 წამში საერთო ციფრები და საკმარისია. ვის რაში აინტერესებს რომელ კლინიკაში რამდენი წევს? უმჯობესია დანარჩენი დრო პირდაპირ მითითებებზე, ინსტრუქციების გაჟღერებაზე დახარჯოთ.
თუ ეს ყველაფერი არაა მნიშვნელოვანი, გვითხარით. ზოგი წესების საწინააღმდეგოდ რესტორნებში შეხვედრებს აწყობს, ზოგი დაუსჯელად ხალხმრავალ მიტინგებს, ზოგი წესების დაცვას ებრძვის უაზრო პერფომანსებით, თანაც მოსახლეობის მთელ მასებს შეურაცხყოფას აყენებენ, მასონების მონებს ეძახიან. მათზე არც კანონი მოქმედებს, არც ომბუდსმენს აქვს რეაქცია. ამ ფონზე ნაწილი იცავს წესებს, ნაწილს კი არ სჯერა და შედეგს ხედავთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ