დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

თელავის რამდენიმე სკოლის პედაგოგებს კორონავირუსი დაუდასტურდა 18.10.2020 20:27

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. Covid - 19 დაუდასტურდა ამავე სკოლის მოსწავლის მშობლებსაც. ინფორმაციას ადასტურებენ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციაში. მათი ინფორმაციით, ინფიცირებულ მასწავლებელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია, ხოლო თანამშრომლების მასობრივი ტესტირება ხვალიდან დაიწყება. კორონავირუსი დადასტურდა თელავის კიდევ ერთ სკოლაში. ვირუსზე დადებითი პასუხი მე-9 საჯარო სკოლის ორი მოსწავლის ტესტმა აჩვენა. როგორ გაგრძელდება სწავლა ორივე სკოლაში, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, კახეთში covid-19-ის 150-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ