დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„თენგიზ ცერცვაძე ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და აქტიურად ეცნობა ქვეყანაში არსებულ ვითარებას“ 21.11.2020 20:39

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბერიძე ავრცელებს. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ცერცვაძის მდგომარეობა არ შეცვლილა, აქვს ორმხრივი პნევმონია და დღის მეორე ნახევარში ტემპერატურის უმნიშვნელო მატება, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი.

 

როგორც გიორგი ბერიძე აცხადებს, თენგიზ ცერცვაძე ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

 

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ