დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„დრო შეიცვალა და მორალურად მოძველდა ეს სტილი - ამით 90-იან-2000-იანების სტილის პოლიტიკოსების ეპოქა მთავრდება და იწყება ახალი!“ 21.11.2020 23:49

მაია ნიკოლეიშვილის პოსტი:

 

დასრულდა არჩევნები! დიახ, მიხარია! მეორე მხარეს დარჩენილმა ადამიანებმა ღრმა ინფანტილიზმი აჩვენეს: სოციოპათების და ფსიქოპათების ტოქსიურ ორბიტაზე გადასვლა პოლიტიკოსობას გამორიცხავს. ამ რეალობის გათვალისწინებით, რაც უფრო თავისუფალი იქნება პარლამენტი სექტანტური აზროვნების მქონე, დესტრუქციული, აგრესიული, ინფანტილური პერსონებისგან, ქვეყნისთვის უკეთესია. მათი წინასაარჩევნო და არჩევნებში დამარცხების შემდგომი რიტორიკა აგრესიული 90-იანების უშნო კალკია-იგივე სახეები, იგივე კლიშეები! დრო შეიცვალა და მორალურად მოძველდა ეს სტილი. კარგია, რომ არ შევიდნენ პარლამენტში! გამოჩნდა, რომ მათი ადგილი იქ ნამდვილად აღარ არის! კარგია, ბოლოს და ბოლოს, "ქართული პოლიტიკის მონოპოლისტმა პოლიტიკანებმა" გზა გაუთავისუფლეს ჯანსაღ ძალებს ქართულ პოლიტიკაში შემოსასვლელად! ამით 90-იან-2000-იანების სტილის პოლიტიკოსების ეპოქა მთავრდება და იწყება ახალი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ