დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 864 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 22.11.2020 11:58

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 864 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 386 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

ამავე ინფორმაციის თანახმად 6 189 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

 

რაც შეეხება ბინაზე მყოფ პაციენტებს, 8 453 კოვიდინფიცირებული პირი ბინაზე მკურნალობს.

 

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 774, აჭარაში - 1 021, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 147, იმერეთში - 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 114, იმერეთში - 45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 - თბილისში, 1 659 - აჭარაში, 310 - იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 241 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 201 პირი, აჭარაში - 18 088, იმერეთში - 5 313",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ