დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„მოდერნას“ ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება 22.11.2020 12:19

კომპანია „მოდერნას“ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითო დოზა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა.

 

„ჩვენი ვაქცინა დაახლოებით იგივე ეღირება, რაც გრიპის აცრა, რომელიც 10-დან 50-მდე დოლარი ღირს“, – განაცხადა ბანსელმა.

 

მოდერნას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვაქცინის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რაოდენობით შეუკვეთავენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ვაქცინის დოზებს.

 

მოდერნას“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 94,5%-ით ეფექტურია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ