დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„გავიგე, რომ იგი საკუთარ თავზე ცდის ახალ პრეპარატს” 22.11.2020 19:27

 

ხათუნა ხოფერიას პოსტი:

 



იყო ექიმი, ნიშნავს იყო განსაკუთრებული ეთიკური კულტურის მატარებელი! იყო განსაკუთრებული პასუხისმგებლობის პროფესიონალი! იყო განსაკუთრებული ადამიანისწორედ ასეთია ბატონი თენგიზი. არაექიმი თენგიზ ცერცვაძეგავიგე, რომ იგი საკუთარ თავზე ცდის ახალ პრეპარატს. ყოველ დღე გვიზიარებს თავის დაკვირვებებს და შედეგებსდა არის ძალიან ცუდადმთელი დღეა ამეკვიატა ჰიპოკრატეს ფიცი… ალბათ, იმიტომ, რომ არის ამ პიროვნების ქმედებებში განსაკუთრებული სიყვარული თავისი პროფესიისადმი და მისი უზენაესობა -ხალხისადმიროდესაც ვეძებდი ფიცის ტექსტს, პირველად ვარიანტს გადავაწყდი. ფიცი მიმართულია მითოლოგიური ღმერთებისადმივფიცავ აპოლო მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაცეას და მოწმედ ვიხმობ ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, რომჩემი ძალ-ღონის და მიხვედრილობის შესაბამისად, კეთილსინდისიერად შევასრულო ქვემოთ დადებული ფიცი:”



და მთავრდება შემდეგი სიტყვებითთუ ამ ფიცს კეთილსინდისიერად და ერთგულად დავიცავ, მომეცეს განვითარება და წარმატება ჩემს პროფესიასა და ქონებაში და ვიცხოვრო შთამომავლობისგან დაფასებულად...” ვიცხოვრო შთამომავლობისგან დაფასებულად!!! მე მინდა შთამომავლობის სახელით მივმართო ღმერთს! უფალს! მაცხოვარს! და შევევედრო: გადაარჩინოს ეს უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სიცოცხლის გადასარჩენად!” – წერს ხათუნა ხოფერია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ