დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ 01.12.2020 21:07

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციაზე ორი პირი მსუბუქი ავტომობილით მივიდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და მისი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. ინციდენტი სამართალდამცავებმა განმუხტეს და აღნიშნული ორი პირი ტერიტორიას განარიდეს.

 

"იგინებიან აქციის მონაწილეების მიმართ და პროვოკაციებს აწყობენ. მშვიდობიან მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის საპასუხოდ მათ სამართალდამცავები არ აკავებენ", - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ